„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების დაარსებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოძრაობა ორი სენატორის რიშისა და შაჰინის „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურებიან. სენატორები „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლაზე“ საუბრობენ.
ხალხის ძალა ამერიკელ სენატორებს საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებს“ უწოდებენ და წერენ, რომ საქართველოში „აგენტურის დასუსტების ფონზე, მათი პატრონები აქტიურდებიან“
„როდესაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ – აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „აგენტოკრატიით“ ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში „ხალხის ძალა“ კვლავ იმეორებს დეზინფორმაციას საქართველოსთვის „არაფრისმომცემი სტატუსის თემაზე“