„ქართული ოცნება“ დიდი ხანია, საფრთხეს ხედავს „ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას. ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, გასაგებია, რომ სწორედ „ძლიერი საქართველოა“ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნე.
ამ ფონზე მნიშვნელოვნად ვთვლით გავაკეთოთ განმარტება, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია „ხალხისთვის“ წევრს. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო მგრძნობიარე პერიოდში უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ მცდელობები მსგავსი სცენარების განხორციელების.
პარტია ხალხისთვის დიდი ხანია გამოდის ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ და ბუნებრივია, გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას. შესაბამისი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ პარტია „ხალხისთვის“ ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დადგინდება სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.
22 ოქტომბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა დავით ფერაძემ, რომელმაც პროვოკაცია უწოდა გავრცელებულ ცნობებს და თქვა, რომ დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებდა.
20 ოქტომბერს თბილისში თავს დაესხნენ ნატა ტალიკიშვილს. მისი თქმით, თავდამსხმელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.