ხალხმრავალ შეკრებაში მონაწილეობის მეორე დღეს პრემიერი აიცრა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„400 ანტისხეული მაქვს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ავიცრა. კოვიდი 4 თვის წინ გადავიტანე, ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ აცრა ჩავიტარო” – უთხრა მან ჟურნალისტებს.

მანამდე პრემიერმა საჯაროდ დაარღვია კოვიდის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციები და გუშინ, ხალხმრავალ სუფრას შეუერთდა.