ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ მორიგ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობამ აღადგინოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაუქმდეს კომენდანტის საათი და გაიხსნას სარესტორნო სფერო.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიმიტრი კირხანიდი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ისინი დღევანდელ აქციაზე უფრო მეტნი არიან, ვიდრე წინა აქციაზე და არ შეწყვეტენ პერმანენტულ აქციებს, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები.
მისი თქმით, თუ მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, 24-საათიან აქციებს გამართავენ პარლამენტის შენობის წინ.