ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ გვჭირდება - სერგეი შამბა

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ sova news-თან  განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად თბილისის დახმარება არ სჭირდებათ.

„ასეთი საჭიროება არ არსებობს, ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან“, – განაცხადა მან.

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დაეხმაროს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ხანძრის კერების ჩაქრობაში. მისი თქმით, მათი თანხმობის შემთხვევაში მაშინვე ჩაერთვებიან პროცესში.