ხარების დღესასწაულზე იმსახურა ტაძარში, დისტანციასთან დაკავშირებული წესების დაცვით – ჯაღმაიძე COVID-19-ის მქონე მღვდელზე

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელს, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ტაძარში ხარების დღესასწაულზე იმსახურა, თავი შეუძლოდ კი დღის ბოლოს სახლში იგრძნო, რის შემდეგაც ექიმებს მიმართა.

„ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან განაცხადა ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან დაკავშირებით არის.  ამ მსახურების მერე, საღამოს იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის მერე მიმართა ექიმებს და აჩვენა ანალიზებმა რომ ჰქონდა ვირუსი. მეორე დღეს მას ჰქონია მსახურება ,თუმცა ტაძარში არავინ არ იყოო, იმის გამო რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკჯგუფში არის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი ადამიანი ვინც რისკჯგუფს განეკუთვნება , ჩვენ ხალხი გავაფრთხილეთ, ასაკოვნები რომ თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისაგან და ამის გამო მეორე დღეს ფაქტობრივად არავინ არ იყო ეკლესიაშიო“,- აცხადებს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, დანარჩენს კონტაქტებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები დაადგენენ. მისივე ინფორმაციით ის მღვდლები, რომლებიც კოვიდინფექციის მქონე მღვდელთან ერთად მსახურობდნენ ხარების დღესასწაულზე, თვითიზოლაციაში არიან.

სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ვირუსი მისი ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა. მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.