ხარკოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად იწვის უნივერსიტეტი და პოლიციის დეპარტამენტის შენობა

პუბლიკა

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ხარკოვის ცენტრალური პარკი კვლავ ცეცხლშია გახვეული. თვითმხილველთა თქმით, დაიბომბა ქალაქის ცენტრი; აფეთქებები იყო თავისუფლების მოედნიდან 1,5 კილომეტრში.

დაბომბვის შედეგად იწვის კარაზინის სახელობის ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მსხვერპლისა და ზიანის ოდენობა ზუსტდება. პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ასევე იწვის შენობა, სადაც ეროვნული პოლიციის მთავარი დირექტორატი მდებარეობდა. არსებობს საცხოვრებელ კორპუსებზე ხანძრის გავრცელების რისკი.

დღეს ასევე გავრცელდა ხარკოვში მყოფი უცხოელი სტუდენტების ევაკუაციის კადრებიც:

მანამდე 1 მარტს ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმისას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს არა მხოლოდ ომის დანაშაული, არამედ ტერორისტული აქტი უწოდა.