ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე მოხვედრილი ჭურვისგან დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა - უკრაინის გენპროკურორი

პუბლიკა

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას ცნობით, რუსი სამხედროების ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მისივე თქმით, ჭურვი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში შევარდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა ქალს, რომელიც მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა,

„ხარკოვში დღეს უფრო ჯოჯოხეთია, ვიდრე გუშინ. ფოტოზეა ჭურვი, რომელიც სამზარეულოს ფანჯარას მოხვდა. ჭურვმა ქალს ფეხი მოაგლიჯა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – წერს ვენედიკტოვა.


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ხარკოვი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით იბომბება. შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.