ხაშურში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

პოლიციამ ხაშურში ავტოგასამართი სადგური „გალფის” ოპერატორზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური „გალფის” ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ”, – წერს შსს.