ხაშურში მომხდარი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

პოლიციამ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ. – ს ნაცნობმა, 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. – მ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ა.ნ. – ც, თუმცა მან მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით, ხოლო ა.ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოგვიანებით დააკავეს, “- ამბობენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.