შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირია დაკავებული.
შსს-ს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, წუხელ ცხრამუხის დედათა მონასტერში შეჭრის შემდეგ თავდამსხმელები მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.