ხატია დეკანოიძე, პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი კიევში ჩავიდნენ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ხატია დეკანოიძე, პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი კიევში იმყოფებიან. რადის შენობაში ყოფნის ამსახველ ფოტო/ვიდეოკადრებს ავრცელებს ხატია დეკანოიძე და წერს, რომ „საქართველო და საქართველოს დროშა იქ არის, სადაც უნდა იყოს“.

დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტის წარმომადგენლები.