თბილისში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილებთან მხარდასაჭერად მისული ადამიანები ბინიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.
კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნეს.
ბინის ერთ ოთახში შეკრებილი იყვნენ ოჯახის მხარდამჭრები და შესასვლელი კარი ავეჯით ჰქონდათ ჩახერგილი, თუმცა კარი შეამტვრიეს.
„მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ თავდაპრველად მათ მოქალაქეებს ბინის ნებაყოფლობით დატოვება მოსთხოვეს, რადგან მათი თქმით, მიმდინარეობს სასამართლო განჩინების აღსრულება, შემდეგ კი ადამიანების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს.
„პუბლიკის“ ფოტოებში ჩანს, რომ ბინიდან ძალის გამოყენებით მოქალაქეების გამოყვანის დროს მათ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახს ასახლებენ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი. ადგილზე მივიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
გამოსახლების ხელშესაშლელად კეკელიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, აქტივისტები და მხარდამჭერები. ისინი ცდილობენ, გამოსახლების პროცესის დაწყებას ხელი შეუშალონ. ისმის შეძახილები „მონა“, „წადით, წადით!“.
აქციაზე, სავარაუდოდ, დაკავებულია 3 პირი.