ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ

პუბლიკა

პარტია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსთაველზე ორი პირი დაესხა თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება, მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს“, წერს ის.

დამატებითი დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.