ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
ზახაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. მან ასევე ისაუბრა რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე – დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ხელების ჰიგიენა და მოხდეს დახურული სივრცეების ხშირად განიავება.
4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში „ასტრაზენეკას“ და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა „სინოფარმი“.
ამირან გამყრელიძის ცნობით, „სინოფარმით“ 45 ქვეყანაში ცრიან. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით, ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინაა, რომლის 200 მილიონი დოზა ადმინისტრირებულია ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში.
5 მაისის მონაცემით, საქართველოში სულ ჩატარებულია 47 949 აცრა, ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 2 564 ადამიანი. სრულად აცრილია 7 009 ადამიანი.