მარია ხაზაროვა რუსულ კანონზე აშშ-ის რეაქციას, „ოცნების" წევრების მსგავსად, „შანტაჟს" უწოდებს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა რუსულ კანონზე აშშ-ის რეაქციას შანტაჟს უწოდებს, ზუსტად ისე, როგორც ამას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ.

„ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით –  არის აშშ-ის უცერემონიო ჩარევას სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში. ახლა ვაშინგტონს არ მოსწონს „გამჭვირვალობის შესახებ კანონი”. რა იქნება შემდეგი? კიდევ რა კანონი არ მოეწონება ვაშინგტონს? ეს ხომ საცდელი ნაბიჯია?

თუ ახლა საქართველოში ქართველი ხალხი ამ შანტაჟს დაექვემდებარება, ისინი აჩვენებენ, რომ მათთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ეს ფაქტია, ეს არის ის, რაც უკრაინაში მოხდა”, – თქვა მარია ზახაროვამ.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი დააინიციირა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ამასთან, კანონს მკაცრად ეწინააღმდეგება დასავლეთი – ევროკავშირი და აშშ. თუმცა, მმართველი პარტია უკან დახევას არ აპირებს და მის დამტკიცებას გეგმავს.

ამასთან, 29 აპრილიდან – მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ქმედებებიც კიდევ უფრო ანტიდასავლური გახდა.

„ქართული ოცნების” ხელისუფლება ყველანაირ კრიტიკას, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ეხება, „შანტაჟსა და ქვეყანაში სუვერენიტეტის შელახვის მცდელობას” უწოდებს.