„ხედი ჩემი ფანჯრიდან“ | Facebook-ჯგუფში უკრაინელები თავიანთ ფოტოებს მსოფლიოს უზიარებენ

პუბლიკა

View from my window, ანუ „ხედი ჩემი ფანჯრიდან“ საერთაშორისო Facebook-ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ჯგუფის იდეაა, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის მცხოვრებლები ერთმანეთს იმ ხედების ფოტოებს უზიარებენ, რომლებიც თავიანთი სახლის ფანჯრიდან თუ აივნებიდან მოჩანს.

ბოლო პერიოდში ჯგუფში უკრაინელების მიერ გადაღებული ფოტოები მომრავლდა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამწვავებამ აქტუალური გახადა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ხედები. ჯგუფში აღნიშნულ პოსტებს დიდი გამოხმაურება, ათი ათასობით რეაქცია აქვს – კომენტარებში კი მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიდ მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავს.

ნახეთ უკრაინელი ხალხის მიერ გადაღებული ხედების ფოტოები, რომლებიც ჯგუფში გასულ კვირას გამოქვეყნდა:

საშა შევჩენკო (21:02:22) – უკრაინა, პატარა ქალაქი – ობუხივი. საღამოს ლამაზი ხედი ჩემი ფანჯრიდან:

ნინა ლიტვინოვა (20.02.22) – ცისარტყელა უკრაინაში. კიევის მშვიდი წვიმიანი დღე. მიყვარს ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ქალაქი.
ლუდმილა დიენკო (19.02.22) – კიევი, უკრაინა. ღამის ლამაზი ხედი ჩემი აივნიდან. მადლობა, ადამიანებო მთელი მსოფლიოდან… ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და მადლიერი ვარ.
ანა ბაჰაცკა (19.02.22) – მე უკრაინაში, ხარკოვში ვცხოვრობ, უკვე 19 წელია. ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია… მიჯაჭვული ვარ მასზე… მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, ბევრს ნიშნავს.

ჰალინა პასტუხი (17.02.22) – ხედი ჩემი ფანჯრიდან ქალაქ ვიშგოროდში, კიევთან ახლოს.

დენის შელეპოვი (14.02.22) – კიევი, უკრაინა, სოფელ ტროიეშჩინას ხედი ჩემი აივნიდან. ზაფხულში მეტად მწვანეა და შევეცდები, ფოტო ზაფხულშიც გადავიღო. მადლობა კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.

ვიქტორ მალასიუკი (20.02.22) – უკრაინა, ქალაქი რივნე.

იულია ნედალუჟკო (18.02.22) – ლვივი, უკრაინა. ხედი ჩემი ფანჯრიდან – ლურჯი ცა.

ნატალი (17.02.22) – უკრაინა, კიევი. ხედი ჩემი ფანჯრიდან – ჩემი ზღაპრული მშვიდობიანი ქალაქი – ფოტოზე მდინარე დნეპრი და ქალაქის ისტორიული ნაწილია. საუკეთესო სურვილები ჩემს უკრაინას. მადლობა თბილი სიტყვებისთვის.

ოლღა გუროვა (17.02 2022) – უკრაინა, კიევი. ხედი ჩემი ფანჯრიდან – მდინარე დნეპრის ორივე სანაპირო მოჩანს. ფოტოზე ჩანს კიევ-პეჩერის ლავრაც, რომელიც 1051 წელსაა აშენებული… აღფრთოვანებული ვარ თქვენი მხარდაჭერით.