ხელები შორს იმ რეფორმებისგან, რომლებსაც ამ ქვეყანაში უკეთესი მართლმსაჯულება ჰქვია - სარჯველაძე

პუბლიკა

„ხელები შორს იმ რეფორმებისგან, რომლებიც რეალურად განხორციელდა და რეალურად მივიღეთ ის, რასაც უკეთესი მართლმსაჯულება ჰქვია ამ ქვეყანაში”, – ასე გამეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მათ შორის ალეკო ელისაშვილის კრიტიკას თეა წულუკიანთან დაკავშირებით. ელისაშვილმა  წულუკიანს „შერცხვენილი მინისტრი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მან ჩააფლავა მართლმსაჯულება და სამართალი ამ ქვეყანაში.

სარჯველაძემ აღნიშნა, მსგავსი განცხადებები არის პოლიტიკური უმწიფრობა ხელისუფლების დანაწილების პინციპებთან დაკავშირებით. მან ჩამოთვანა ის რეფორმები, რომლებიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მართლმსაჯულების მიმართულებით განახორციელა და აღნიშნა, რომ ამდენი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ გაკეთებულა.

„განსაკუთრებით ბატონი ალეკოს გასაგონად მინდა, რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება – გავბედავ და ამას დავარქმევ მე აბსოლუტურ პოლიტიკურ უმწიფრობას, როდესაც აბსოლუტურად უცნაური შეხედულებებია ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან დაწყებული, დამთავრებული სასამართლო ხელისუფლების ადგილსა  და როლზე და იუსტიციის მინისტრის შესაძლებლობებზე სასამართლო სისტემაში. ალბათ სურვილზე ვინმეს მხრიდან, რომ წმენდა ჩატარებული სასამარლოში ა.შ. ამის სურვილი არასდროს არ ყოფილა და არასდროს გეგმაში არ ყოფილა და არასდროს არ ყოფილა ამაზე ვინმესთვის რაიმე მოლოდინის გაჩენის მიზეზი – ეს ერთი.

რაც შეეხება შეფასებებს სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, რა ხელეწიფებოდა იუსტიციის სამინისტროს, ამაზე მეტყველებს მესამე ტალღა რეფორმების, რომელიც ჩატარდა, რომელიც არამცთუ უბრალოდ აღიარებულია წარმატებულ რეფორმებად, არასრულწლოვანთა მასრთლმსაჯულების კოდექსთან ერთად, არამედ ბევრ შემთხვევაში არსებობს ფაქტის დონეზე განხილვადი მტკიცებულებები, რომლებიც სრულიად საპირისპიროს ამბობს. როგორც არ უნდა იყოს აგდებული ლაპარაკი რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან, ამ ფაქტს ვერცერთ შემთხვევაში ეს ვერ გადაფარავს.

ამიტომ ეს არის ფუჭი მცდელობა, რომ იმ შესაძლებლობებისა და იმ ღვაწლის დაკნინება მოხდეს, რომელიც ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა დიახაც, რომ განახორციელება ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რის შედეგადაც სასამართლო ხელისუფლება, ის, რაც კონსტიტუციური ღირებულებაა თანამედროვე ქვეყნებისთვის, თავის ადგილას დადგა. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, რომელიმე პერსონასთან დაკვშირებით ვინმეს შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ინსიტუციური დემოკრატიის განვითარების მხრივ ამდენი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ გაკეთებულა სასამრთლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, რაც ბოლო რამდენიმე წლის, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დროს”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საჯრველაძემ.