ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა | ჯაფარიძე გეგმაზე

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერმა მოქალაქემ თავის თავზე უნდა აიღოს  პასუხისმგებლობა და შეეწინააღმდეგოს სისტემას, როგორც შეუძლია.

„დღეს პოლიტიკური პროცესი არის ასეთი, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია, იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითი დღე სულ უფრო და უფრო ემსგასება ავტოკრატიას.

ჩვენ ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა. და გვგონია, რომ ეგ არის სწორი გზა. ამჯერად კოალიციურ რეჟიმში ვაპირებთ პარასკევს ერთობლოვად გავმართოთ რამდენიმე ადგილას აქცია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია „ლელოს“ ოფისში „ლელოს“ ლიდერების, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობლივ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული 3 პარტია და პარტია „დროა“ პარასკევს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოაწყობს 3 აქცია-მსვლელობას, რომელიც 3 საათზე დაიწყება.