ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - Freedom House

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს სააკაშვილის მდგომარეობის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სრულყოფილი სამედიცინო სერვისი.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ფოტოებითა და ცნობებით მის შესახებ.

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მანამ, სანამ ის პატიმრობაშია. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება“, – წერია Freedom House-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.