ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, შეშინებულებმა გააუქმეს საკანონმდებოლო ორგანოს მუშაობა - გოცირიძე

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა დეპუტატებმა პარლამენტთან ბრიფინგი გამართეს.

პარლამენტის აპარატის ცნობით, პარლამენტში წითელი დონე 14:00-მდე იმუშავებს. არ ჩატარდება პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები.

პარლამენტში 12:00-ზე ჩანიშული იყო სასესიო სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ.

„12 საათია ახლა, მოვედით პარლამენტის წევრები, მოვუსმინოთ საგრეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი და გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი, შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებოლო ორგანოს მუშაობა.

მანამდე ათ დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელს ქვეყანას, ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიპარეს, ხალხს ეუბნებიან ოღონდ არ გააპროტესტოთ და ისხედით სახლებშიო“,- განაცხადა დეპუტატმა რომან გიცირიძემ.

რომან გოძირიძის განცხადებით ოპოზიციონერი დეპუტატები მოუწოდებენ ხელისუფლებას აღადგინოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და მიეცეს დეპუტატებს მათი „საკონსტიტუციო ვალის შესრულების უფლება.“

პარალემნტში 14:00-დან ამოქმედდება ყვთელი დონე და შენობაში დაიშვებიან მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლები.

გუშინ პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეების დასლის მიზნით სპეცრაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ჯანდაცვის სმაინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზება დასჭირდა 15 ადამიანს, მათ შორის სამართალდამცავებს.