ხელისუფლებამ საპატრიარქოს წყნეთში მიწა 1 ლარად გადასცა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 17 მარტით თარიღდება, საქართველს საპატრიარქოს წყნეთში მიწა და ნაგებობები გადაეცა.

საუბარია დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე 2014 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე.

ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს.