ხელისუფლებას დროს 12 ივლისის 12 საათამდე ვაძლევთ - „სირცხვილიას“ ულტიმატუმი მთავრობას

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დასანიშნად ხელისუფლებას დროს 12 ივლისის 12 საათამდე აძლევს. ამის შესახებ „სირცხვილიას“ წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის წინ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

დღეს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.