ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადასაყვანად ვაძლევთ 24 საათს - მელია

პუბლიკა

რუსთავი ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ. მისი თქმით, ისინი 24 საათს აძლევენ ხელისუფლებას სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში 8 ნოემბერს 6 საათზე შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე.

„დანარჩენი – რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა – თავისუფლების მოედანზე გაგაცნობთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათია აქვს დრო ივანიშვილს იმისთვის, რომ კიდე თუ რამე საღი აზრი შერჩენია, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

თუ 24 საათში ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა მელიამ.