ლანდსბერგისი: ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპის გზაზე, თუ კანონზე უარს იტყვის

პუბლიკა

ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ის წერს, რომ ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპის გზაზე, თუ [რუსულ] კანონზე უარს იტყვის.

„ესტონელ, ისლანდიელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. პოლიტიკური პოლარიზაცია უბრალოდ ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით არ უნდა მოგვარდეს. ასეთი მეთოდები ევროკავშირის წევრობასთან თავსებადი ვერასდროს იქნება და ეს შეხვედრაზე ნათლად გავიმეორე.

ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ის ქართველ ხალხს დაპირდა, თუ „უცხოელი აგენტების” კანონზე უარს იტყვის”, – წერს ლანდსბერგისი.