„მარგებელი ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სს „წყალი მარგებლის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. კომპანიის ინფორმაციით, ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება.
„ამჯერადაც, ყოველგვარი მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. ჩვენ მომავალშიც ასეთი ერთიანი გუნდით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, რათა ჩოხატაურში აშენებულმა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ქარხანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეროვნული ინდუსტრიის განვითარების საქმეში. კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს, “- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის თანამშრომლები მე-6 დღეა პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. ისინი ხელფასები მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.