სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშიანიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინაში უცხოელი ტერორისტების სომხეთის გავლით შეყვანას ხელს არ შეუწყობენ.
„ცხადია, რომ სომხეთი, რომელმაც ორი წლის წინ თავად განიცადა მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებულ-ტერორისტების ჩართვა, ვერასოდეს შეძლებს ხელი შეუწყოს, სომხეთის ტერიტორიის გავლით უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
It is obvious that #Armenia, which suffered from involvement of mercenary-terrorists in #NagornoKarabakh war two years ago, can never contribute to transfer & deployment of foreign terrorist fighters to #Ukraine through the territory of Armenia.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) March 31, 2022