უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც მათი განცხადებით, რუსულ შენაერთებს უკან დახევისას დარჩათ.
უწყების განცხადებით, საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც თავდასხმის გეგმას, სამუშაო რუკას და სხვა ტიპის მასალებს მოიცავს, უკან დახევისას საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ დატოვა.
დოკუმენტები კი მიუთითებს, რომ რუსეთის გენშტაბს უკრაინაში შეჭრის გეგმა 18 ინავარს უკვე მზად ჰქონდა. ამ გეგმის მიხედვით, ომი 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო და 6 მარტს დასრულებულიყო.
დოკუმენტების მიხედვით, 810-ე საზღვაო ბრიგადას დესანტირება უნდა გაეკეთებინა სტეფანივკა-1-ის დასახლებასთან და 58-ე არმიასთან ერთად მისი მიზანი მელიტიპოლის ბლოკირება და შემდეგ მისი კონტროლი იყო.