ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალებისა" და „ევროსაქების" კარდაკარის მონაცემები - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის, დეპუტატ ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ხელში ჩაუვარდათ „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” „კარდაკარის“ მონაცემები.

„საცერივით ჟონავს მათგან ინფორმაცია”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, „თვითონ, საკუთარი „კარდაკარით“, „ნაციონალებს“ დაფიქსირებული ჰყავთ 350 000 მხარდამჭერი, რაც ჩვენთვის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ მათ დაფიქსირებული  ჰყავთ 80 000 მხარდამჭერი”.

როგორც კობახიძე ამბობს,  „ქართულ ოცნება”  მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ვარაუდობს.


დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.