ხელვაჩაური-ბათუმის N7 სამარშუტო ტაქსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა - რიჟვაძე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში არსებულ ეპიდისტუაციასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ დადასტურებული ერთი შემთხვევის გარდა, ბათუმში კოვიდინფექცია ტრანსპორტშიც დადასტურდა.

„ასევე გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა ბათუმში, კერძოდ, საუბარია N7, ე.წ. ყვითელ სამარშუტო ტაქსზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით. მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ტაქსთან და გადაადგილდებოდა, მიმართოს კლინიკებს, ასევე, კარვებს, რომლებიც ბულლვარშიც არის განთავსებული და მოახდინონ პროაქტიური მიმართვა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, ბათუმში გამკაცრებულია კონტროლი როგორც სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე კვების ობიექტებში, რესტორნებსა და კლუბებში. აჭარის მთავრობის ხელმძღვაბელმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ბათუმის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.