ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა.
„ბათუმელების“ ცნობით, ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა.
„ბათუმელების“ ცნობით, ორბათუმში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის, როსტომ ფაღავას თქმით, სკოლასთან მოძრაობის შემზღუდავი ბარიერები არსებობს, თუმცა ტრაგიკული ფაქტი მაინც მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.