ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან 2004 წელს დაბადებული პირი დაჭრა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – 2004 წელს დაბადებულ ბ.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერია განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, დაჭრილი ბ.ფ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.