ხელვაჩაურჩი, სტიქიის ზონაში მაშველებმა არასრულწლოვანის ცხედარიც იპოვეს.
„საძიებო სამუშაოები დასრულებულია ამ ლოკაციაზე. ვიპოვეთ არასრულწლოვანის ცხედარი, რომელსაც ამ წუთამდე ეძებდა სამაშველო სამსახური. რაც შეეხება მეორე ლოკაციას, გრძელდება შუახნის მამაკაცის ძებნის სამუშაოები”, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა.
გუშინ, 2 ოქტომბერს მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი ქალისა და მამაკაცის ცხედრებიც ამოიტანეს მეწყრული მასიდან.
მანამდე, მეხანძრე- მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.