ხელვაჩაურში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

ხელვაჩაურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ცნობით, ის საკუთარ მანქანაში ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.

სუს-ში აცხადებენ, რომ გენადი სურმანიძე მათთან უწყების შექმნის დღიდან რიგით თანამშრომლად მუშაობდა.