ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ღელავს იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც მისი გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ.

“ის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მას აქვს ერთ ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებული პირობა, რომლის გამოც მოითხოვა ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან შეხვედრა. გამოვა ნიკა გვარამია დეტალურად ის ისაუბრებს”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ნიკა გვარამია ამ წუთებში გლდანის საავადმყოფოში იმყოფება მიხეილ სააკაშვილთან. დღეს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. შეთავაზების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა ელენე ხოშტარიამ და ის რეაბილიტაციისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.