საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვას, უზიარებს თუ არა საქართველო საერთაშორისო პარტნიორ-კოლეგებს წარმატებული გამოცდილების ინფორმაციას, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა:
„ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ჩვენ გვაქვს შექმნილი ქსელი, რომელსაც აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი ჰქვია და ამ ქსელის მეშვეობით ჩვენ კავშირი გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება მუდმივად ხდება, მაგრამ, მოდით, ასე ვთქვათ, ხიბლში ნუ ჩავვარდებით, ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. წიწილებს კიდე შემოდგომაზე ითვლიან“.
6 აპრილის StopCov.ge-ის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 36 მოქალაქე და გარდაიცვალა 2. კარანტინის რეჟიმში 5056 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.