“ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე უმრავლესობის სხდომის პარალელურად ოფისთან აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხელისუფლების ლიდერებმა ოფისის დატოვება დაიწყეს. აქციის მონაწილეები კახა კალაძეს შეძახილებით – “მონა, მონა” შეხვდნენ.
ამის შემდეგ პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავა.
საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.