ხობში ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

ხობის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ქალის ცხედარი დღეს იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის არეში, ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.