თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ლიანდაგზე მოძრავი მატარებელი 60 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქალი იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ გამოძიება სსკ 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.