ხოფერია: მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ, ცოცხალია, განაგრძობს ბრძოლას

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, არჩილ ხოფერია ამბობს, რომ „ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი „მტრების მიერ მოწამლული” იყო, თუმცა ახლა ის კარგად არის. ამის შესახებ ხოფერიამ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, განაგრძობს ბრძოლას.

ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა, ვუთხრა მტრებს, ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის მტრებს, ჩვენი სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის არც მეთაურის, არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, – განაცხადა მან.