ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - საგანგებო

პუბლიკა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

უწყებაში გვითხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.