ხოშტარია: მერაბიშვილთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული

პუბლიკა

პარტია „დროს“ დამფუძნებელი და ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობა სრულიად გამორიცხულია. ამის შესახებ მან „TV პირველთან“ ისაუბრა.

„ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილი მთელს ამ პროცესში [„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები] იღებდა მონაწილეობას. მე მაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, პერსონალუერადაც ძალიან მძიმე დამოკიდებულება მის მიმართ და მასთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული. ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, აბსოლუტური წითელი ხაზია” – თქვა მან.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, რა თქმა უნდა, პარტიასთან კომუნიკაციაზე უარს არ ამბობენ და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კოორდინაცია არის მნიშვნელოვანი.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მიიღონ ყველა იმ აქტივობაში მონაწილეობა რაც იქნება საჭირო.