ხოშტარიას, ჯაფარიძეს და ნათელაშვილს პარლამენტი უფლებამოსილებას ხვალ შეუწყვეტს - მდინარაძე

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმრავლესობის წევრთა შეხვედრა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ხვალ ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერენ.

„ორ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე – გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება” – თქვა მდინარაძემ.

გაცდენებზე საუბრისას მდინარაძე ხოშტარიას და ნათელაშვილს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენზე საუბრისას ბადრი ჯაფარიძეს გულისხმობს.