ხშირად საუბრობენ პრესითა და ტელევიზიით, რომ მეორედ მოსვლა გარდაუვალია - ილია II

პუბლიკა

„უნდა ვიცოდეთ, რომ მეორედ მოსვლა გარდაუვალია”, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გუშინ, 16 მარტს განაცხადა. ილია მეორის ქადაგების ელექტრონულ ვერსიას „საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.

„მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ – ავადმყოფობა, ნაკლებობა. არ უნდა შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს თავის დასასრულს და გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ, ღვთის მადლი და ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება.

ხშირად საუბრობენ, გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და ბოროტი ძალა უძლური იქნება”, – განაცხადა მან.