ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა

პუბლიკა

ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლიდან ჰქონდა მინიჭებული.

ხანძრის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა ინტერნეტში სამუფთოს ინტერნეტ ტელევიზიამ გაავრცელა.