მე მაქვს უფლება, გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 000 ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს 2-პალატიან სისტემას, ამერიკულ საარჩენო სისტემაზე გადასვლას, რომელიც იქნება გარანტი სტაბილურობის და გარანტი, რომ საზოგადოება არ დაკარგავს პირდაპირ კავშირს ხელსუფლებასთნ”, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მან გუნდისთვის დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. ამიტომ ე.წ. ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით ხელმოწერებს შეაგროვებენ.
„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს. გავალთ ხალხში. გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს, ჩვენ ვიცავთ ყველა პროცედურულ საკითხებს და ასევე შიდა გუნდურ წესებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი გაგვევითარებინა, როგორც ჩვენ განვაცხადეთ და დავაანონსეთ. თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ ვაგრძელებთ პროცესს“, – ამბობს ხუნდაძე.
ხუნდაძე ამბობს, რომ 2024 წლისთვის გათვალისწინებული პროპორციული სისტემა და საკონსტიტუციო ჩანაწერები, იძლევა საშუალებას და საფუძველს, რომ დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში მათთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები. სწორედ ამიტომ სთავაზობენ ისინი პარლამენტს განსახილველად ე.წ. ამერიკულ მოდელს.