ხვალ, 11 ნოემბერს პრეზიდენტი EU-ის 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვდება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია.

თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა გაავრცელა.

ცნობილია, რომ შეხვედრები გაიმართება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.