„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თევმჯდომარემ ნიკა მელიამ ხვალ, 11 ნოემბერს, 14 საათზე მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან საპროტესტო აქცია დააანონსა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციები ყოველ დღე გაიმართება
„ხვალ 2 საათზე, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელორუსს, დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა რასაც სჩადის პუტინი თავისი მოქალაეების წინააღმდეგ, არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ, ამიტომ გელოდებით ხვალ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან.
ასეთი აქციები გაიმართება ყოველ დღე მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება და ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნობით, სიმშვიდით და სიმტკიცით აუცილებლად გავტეხავთ. არ დაიხევს უკან არავინ“,- განაცხადა მელიამ.