ხვალ, 8 საათზე, ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 7 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც

პუბლიკა

ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, 4 მარტს, საქართველოს დროით 8 საათზე, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც.

ტელეკომპანიის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა “ფორმულამ”, ოთხი სხვა ქვეყნის ტელევიზიასთან ერთად დაგეგმა.

თბილისთან ერთად პირდაპირ ეთერში ზელენსკი მიმართავს ფრანკფურტს, ლიონს, ბრატისლავას, ვენას, ვილნიუს, პრაღას.

“ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!” – ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.