ხვალ გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხვალ ექნებათ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებენ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით.

„ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას.

სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიის წარმომადგენლება მას ჰკითხეს, მოაწერს თუ არა ხელს პარლამენტის მანდატის დათმობის გადაწყვეტილებას.

შეკითხვაზე – საარჩევნო კოდექსი შეიძლება იყოს თუ არა საპირწონე პარლამენტში შესვლის, ვაშაძე პასუხობს – „არა. გამოვრიცხავ”.